გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზაალ ანჯაფარიძე: „ნაცობა“ ნამდვილად არის იდეა ქვეყნის უცხო ინტერესებზე გაყიდვის, ხალხის ფეხქვეშ გაგდების, ყველაფერ ეროვნულთან ბრძოლის და კიდევ ბევრი ცუდი რამის

12-11-2025

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ეხმიანება „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელთა განცხადებებს, რომლებიც პარტიის შესაძლო აკრძალვის საპასუხოდ ამბობენ, რომ მათ ვერავინ აკრძალავს, რადგან „ნაცობა“ პარტიული კუთვნილება კი არა, „იდეა“ არის.


მისივე შეფასებით, სწორედ ამ ბოროტ „იდეას“ უთხრა საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ უარი 2012 წელს და მას შემდეგ არასოდეს გასჩენია სურვილი მისი რეანიმირების.


„შესაძლო აკრძალვის საპასუხოდ „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები ამბობენ, რომ ვერ აგვკრძალავენ, რადგანაც „ნაცობა“ პარტიული კუთვნილება კი არა, „იდეა“ არისო. დიახ, „ნაცობა“ ნამდვილად არის იდეა ქვეყნის უცხო ინტერესებზე გაყიდვის, ხალხის ფეხქვეშ გაგდების, ყველაფერ ეროვნულთან ბრძოლის და კიდევ ბევრი ცუდი რამის. სწორედ მათ ამ ბოროტ „იდეას“ უთხრა საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ უარი 2012 წელს და მას შემდეგ არასოდეს გასჩენია სურვილი ამ „იდეის“ რეანიმირების. ან კი რატომ უნდა გასჩენოდა?!“, - წერს ანჯაფარიძე.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31