გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კირცხალია: უკვე მტკიცებულების დონეზე დადასტურდა, რომ აგენტურას ბრიუსელიდან მიღებულ დავალებაში ერთი სიტყვის შეცვლაც კი არ შეუძლია - დღეს ჩატარებული ბრიფინგი აგენტობის და მონობის სამარცხვინო სიმბოლოდ დარჩება ისტორიას

13-11-2025

„უკვე მტკიცებულების (და არა ლოგიკური და თუნდაც ათასპროცენტიანი ვარაუდის) დონეზე დადასტურდა, რომ აგენტურას ბრიუსელიდან მიღებულ დავალებაში ერთი სიტყვის შეცვლაც კი არ შეუძლია“, - წერს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია სოციალურ ქსელში.


მისი თქმით, ოპოზიციის დღეს ჩატარებული ბრიფინგი „აგენტობის და მონობის სამარცხვინო სიმბოლოდ დარჩება ისტორიას“.


„სასწაული მოხდა „რუსთავი ორის“ პირდაპირ ეთერში რამდენიმე წუთის წინ, გადაჭარბების გარეშე. ამის შემდეგ თუ ვინმეს კიდევ რამეზე კითხვა რჩება „დიფ სთეითთან“, თუ მის აგენტურასთან დაკავშირებით, მან საკუთარ თავს დააბრალოს…


უკვე მტკიცებულების (და არა ლოგიკური და თუნდაც ათასპროცენტიანი ვარაუდის) დონეზე დადასტურდა, რომ აგენტურას ბრიუსელიდან მიღებულ დავალებაში ერთი სიტყვის შეცვლაც კი არ შეუძლია, არც ერთი სიტყვის!!!! ბრიფინგის უმარტივესი ტექსტის დაწერას და თქმას ვერ ახერხებენ და არ ანდობენ დამოუკიდებლად! 


მერე დადგებიან და მონა მონაო, სხვებს ეძახიან ხოლმე!!!..


დღეს ჩატარებული ბრიფინგი აგენტობის და მონობის სამარცხვინო სიმბოლოდ დარჩება ისტორიას!“, - წერს კირცხალია Facebook-ზე. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031