გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თიბისიმ,საქართველოში პირველად, მობაილბანკში ბარათის პინის შეცვლის ფუნქციონალი დანერგა

13-11-2025

თიბისი, როგორც ტექნოლოგიური ორგანიზაცია, მომხმარებლებს მუდმივად სთავაზობს ინოვაციურ პროდუქტებს მათი ყოველდღიურობის გასამარტივებლადამჯერად, საქართველოს ბაზარზე პირველმა, მობაილბანკში ახალი ფუნქციონალი - “პინის შეცვლა”, დანერგა.  

ბარათებზე სასურველი პინის დასაყენებლად თიბისის მომხმარებლებს უკვე ახლომდებარე ბანკომატების ძიება აღარ სჭირდებათ - ამას სულ რამდენიმე წამში, მობაილბანკიდან შეძლებენ.


რაც მთავარია, მობაილბანკში პინის შესაცვლელად ძველი პინის გახსენება აღარ არის საჭირო და მომხმარებლები თავად აირჩევენ რა პინის დაყენება სურთ.

მობაილბანკიდან პინის დაყენების პროცესი რამდენიმე მარტივი ნაბიჯისგან შედგება: ბარათის მთავარ გვერდზე აირჩევთ პინის შეცვლას, შეიყვანთ ახალ პინს, გაიმეორებთ მას, დაადასტურებთ ცვლილებას და ახალი პინი გააქტიურდება.


იმისთვის, რომ ახალი ფუნქციონალით ისარგებლოთ, განაახლეთ მობაილბანკის აპლიკაცია App Store-დან ან Play Store-დან.


გადმოწერეთ მობაილბანკი და გაიმარტივეთ ყოველდღიური საბანკო ოპერაციები.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031