გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით ჩიხელიძე Prime Time-ის მიერ მოპოვებულ დოკუმენტზე: ბრიუსელიდან გამოგზავნილი წერილის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია საბოლოოდ ადასტურებს - საქართველოში ოპოზიციის საფარქვეშ მოქმედებენ უცხო ქვეყნების გავლენიანი ჯგუფები

13-11-2025

დადასტურდა ის, რაც ისედაც ყველასთვის ნათელი იყო, საქართველოში, ოპოზიციის საფარქვეშ, უცხო ქვეყნის აგენტურა მოქმედებს. დღეს ქართული მედიის საშუალებით გავრცელდა სკანდალური ინფორმაცია: ბრიუსელიდან ოპოზიციისთვის გამოგზავნილი წერილი, რომლის ავტორიც მათ(ოპოზიციას) საზოგადოებისთვის წერილის ტექსტის შეუცვლელად წაკითხვას ავალდებულებდა - წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.


მისივე შეფასებით, ბრიუსელიდან გამოგზავნილი წერილის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია საბოლოოდ ადასტურებს – საქართველოში ოპოზიციის საფარქვეშ მოქმედებენ უცხო ქვეყნების გავლენიანი ჯგუფები.


„დადასტურდა ის, რაც ისედაც ყველასთვის ნათელი იყო, საქართველოში, ოპოზიციის საფარქვეშ, უცხო ქვეყნის აგენტურა მოქმედებს. დღეს ქართული მედიის საშუალებით გავრცელდა სკანდალური ინფორმაცია: ბრიუსელიდან ოპოზიციისთვის გამოგზავნილი წერილი, რომლის ავტორიც მათ(ოპოზიციას) საზოგადოებისთვის წერილის ტექსტის შეუცვლელად წაკითხვას ავალდებულებდა.


და როგორ მოიქცა ოპოზიცია? არც დაფიქრებულა, წერილი სიტყვასიტყვით წაიკითხა, რითაც ფაქტობრივად დაადასტურა, რომ ისინი დასავლურ ძალებზე სრულად დამოკიდებული არიან, რომლებიც ქვეყნის შიდა პოლიტიკაში სერიოზული სახით მოლაპარაკე თოჯინებად იქცნენ.


ეს საერთაშორისო დონის სკანდალია. ქართული საზოგადოება პასუხებს მოითხოვს: ვინ არიან ისინი, ვინც უცხო ქვეყნის მითითებებს უსიტყვოდ ასრულებენ და რა მიზნებს ემსახურებიან?


აგრეთვე, პასუხისგება მოუწევთ იმ უცხოელ აქტორებსაც, რომლებიც საქართველოს სუვერენულ გადაწყვეტილებებში უხეშად ერევიან. ეს არის პირდაპირი ჩარევა ქვეყნის შიდა საქმეებში. ფაქტი, რომელიც ეწინააღმდეგება ყველა საერთაშორისო ნორმას და წარმოადგენს შეურაცხყოფას როგორც სახელმწიფო სუვერენიტეტის, ისე ქართული საზოგადოების ნებისადმი.


საბოლოოდ, ეს შემთხვევა აჩვენებს: პოლიტიკური აგენტურის ქსელი, რომელიც წლებია სხვადასხვა ფორმით ცდილობს საქართველოს შიდა პოლიტიკური დღის წესრიგის კონტროლს, დღეს სრულიად გამჭვირვალე გახდა. ახლა დროა, ქვეყანა საკუთარ გზაზე მყარად იდგეს, გარე ჩარევის და „დამხმარე“ ხელების გარეშე, რომლებიც დიდი ხანია მარწუხებად იქცნენ“, - წერს ჩიხელიძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031