გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გერმანიიდან დაბრუნებული ელჩი ფიშერი კვლავ აქციაზე მივიდა და რადიკალურ დაჯგუფებას მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოუცხადა

14-11-2025

ელჩის მოულოდნელი სოლიდარობა! - ასე ეხმიანება რადიკალური ოპოზიციის მხარდამჭერი, მხატვარი, მამუკა ცუცქირიძე, გუშინდელ აქციაზე გერმანიიდან დაბრუნებული ელჩის, პეტერ ფიშერის, მისვლას და რადიკალური დაჯგუფებისთვის მხარდაჭერის კიდევ ერთხელ გამოცხადებას.


ცუცქირიძე გერმანელი ელჩის გამოჩენას აფასებს, როგორც მომენტს, რომელიც არასდროს დაავიწყდებათ.


„ის იყო, აქციიდან წამოსვლას ვაპირებდი, თან დღეს განსაკუთრებით ვარბენინეთ პოლიცია ხმაურიანი შეძახილებით სოლოლაკის ქუჩებში, რომ ბოლოს ჩვენთან მოულოდნელად მოვიდა გერმანიის ელჩი - ბატონი პიტერ ფიშერი და ამით კიდევ ერთხელ გამოგვიცხადა სოლიდარობა! რა თქმა უნდა, უდიდესი მადლობა გადავუხადე საქართველოს მეგობრობისთვის, გვერდში დგომისთვის. მომენტი, რომელიც არასდროს გვავიწყდება!“- წერს მამუკა ცუცქირიძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031