გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სენაკის მუნიციპალიტეტში სადრენაჟე არხების გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

14-11-2025

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ სენაკის მუნიციპალიტეტში ჭალადიდის დამშრობ მასივზე სამუშაოებს ახორციელებს.


სოფელ თეკლათში,  ხე-ბუჩქნარისა და ნატანი მასისგან იწმინდება 2500 მეტრი სიგრძის კოლექტორული არხი, რომელიც ჯამში 335 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო და მიმდებარედ არსებულ საკარმიდამო ნაკვეთებს ემსახურება. 


ჩატარებული სამუშაოები არხში წყლის შეუფერხებლად გადინებას შეუწყობს ხელს, რაცსადრენაჟე მომსახურების გაუმჯობესებას უზრუნველყოფს.


დამშრობ მასივზე მიმდინარე სამუშაოები „საქართველოს მელიორაციის“ გენერალურმა დირექტორმა გიგლა თამაზაშვილმა დაათვალიერა. 


მოწესრიგებული სამელიორაციო არხები სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოების ზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხელშემწყობი ფაქტორია. 


2012-2024 წლებში, სამეგრელოში განხორციელებული სამელიორაციო ინფრასტრუქტურული პროექტების შედეგად, საერთო ჯამში, 12 400 ჰექტარი მიწის ფართობია დრენირებული, ჭარბი წყლის მოცილების სამუშაოები კი, 10 170 ჰექტარ მიწის ფართობზე განხორციელდა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031