გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით მათიკაშვილი Ipsos-ის კვლევაზე: კარგია რომ ევროპულ საზოგადოებაში მეტად ხდება იმ მავნე ტენდენციების გააზრება, რაც დღეს პოლიტიკურ და საზოგადოებრივ პროცესებს ახლავს

14-11-2025

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი Ipsos-ის კვლევას აფასებს, რომლის თანახმადაც, დასავლეთის ამომრჩევლების თითქმის ნახევარი უკმაყოფილოა დემოკრატიის დონით და შიშობს, რომ მომავალში მას უფრო დიდი საფრთხეები დაემუქრება. ამასთან, მოსახლეობა საფრთხედ აღიქვამს დეზინფორმაციას, კორუფციას, ექსტრემიზმს და მთავრობის არასაკმარის ანგარიშვალდებულებას.


მათიკაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ ეს ყველაფერი სახელმწიფოების ხელისუფლებამდე მიაღწევს და მათ მიერ გადადგმული ნაბიჯებიც ცალსახად სარგებლიანი იქნება ევროპელი ხალხისთვის.


„კარგია რომ ევროპულ საზოგადოებაში ხდება სულ უფრო მეტად გააზრება იმ მავნე ტენდენციების, რაც დღეს პოლიტიკურ და საზოგადოებრივ პროცესებს ახლავს. იმედს გამოვთქვამთ, რომ ეს ყველაფერი სახელმწიფოების ხელისუფლებამდე უფრო აქტუალურად მიაღწევს და მათ მიერ გადადგმული ნაბიჯებიც იქნება ცალსახად სარგებლიანი ევროპელი ხალხისთვის“,- განაცხადა მათიკაშვილმა.


ცნობისთვის, კვლევაში მონაწილეობა მიიღო ევროკავშირის შვიდი ქვეყნის, დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის 10 ათასმა ამომრჩეველმა. რომლის მიხედვით, საფრანგეთში გამოკითხულთა 60% დემოკრატიის ხარისხით უკმაყოფილოა, ხოლო 19% - კმაყოფილი. აშშ-ში დემოკრატიის დონით უკმაყოფილოა 53%, ხოლო კმაყოფილია - 20%. გაერთიანებულ სამეფოში დემოკრატიის დონით უკმაყოფილოა 51%, ხოლო კმაყოფილია 26%. დასავლეთის ერთადერთი ქვეყანა, სადაც დემოკრატიის დონით კმაყოფილი ადამიანების რიცხვი უკმაყოფილოებს აჭარბებს, შვედეთია. იქ დემოკრატიით გამოკითხულთა 65%-ია კმაყოფილი, ხოლო 15% - უკმაყოფილო.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031