გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კახა კალაძე Ipsos-ის კვლევაზე: სამწუხარო რეალობამდე არის მისული ევროპული ბიუროკრატია, რაც ძალიან მძიმეა და პირველ რიგში, დამაზიანებელია ევროკავშირისთვის

14-11-2025

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, თბილისის მერი, კახა კალაძე, გამოეხმაურა Ipsos-ის კვლევას, რომლის მიხედვითაც, დასავლელი ამომრჩევლების თითქმის ნახევარი დემოკრატიის ხარისხით უკმაყოფილოა.


კალაძის შეფასებით, ეს ყველაფერი, პირველ რიგში, ევროკავშირისთვის არის დამაზიანებელი.


„სამწუხარო რეალობამდე არის მისული ევროპული ბიუროკრატია, რაც ძალიან მძიმეა. დამაზიანებელია პირველ რიგში, მათთვის, ევროკავშირისთვის. ეს მიანიშნებს იმ რეალობაზე, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ ამდენი ხნის განმავლობაში. ყოველთვის ორმაგი სტანდარტი, ყოველთვის სიცრუე, ყოველთვის ტყუილით გაჯერებული სიახლეები, ეს არის რეალობა სამწუხაროდ“- განაცხადა კახა კალაძემ. 

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930