გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საქველმოქმედო ფონდმა „ქართუმ“, გორის მუნიციპალიტეტს, ველური ბუნების კონსერვაციისა და ბიომრავალფეროვნების დაცვის ხელშეწყობის მიზნით, 300 კაკაბი გადასცა

14-11-2025

საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდმა „ქართუმ“, გორის მუნიციპალიტეტს ველური ბუნების კონსერვაციისა და ბიომრავალფეროვნების დაცვის ხელშეწყობის მიზნით, საჩხერის საშენი მეურნეობიდან 300 კაკაბი გადასცა.


ფრინველების გაშვების პროცესში ჩართული იყვნენ ადგილობრივი თვითმმართველობისა და ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ბოშურის საჯარო სკოლის მოსწავლეები და ადგილობრივი მოსახლეობა.


ღონისძიების მიზანია, ტანისა და თეძმის დაცულ ტერიტორიებზე ადგილობრივი ფრინველის პოპულაციის გაძლიერება და ბუნებრივ გარემოში გამრავლების ხელშეწყობა, რაც ხელს უწყობს ეკოსისტემის მდგრადობის შენარჩუნებას.


წითელ წიგნში შეყვანილი, ფრინველთა უნიკალური ჯიშების გამრავლებასა და მათ ველურ ბუნებაში პოპულაციას, ბიძინა ივანიშვილი და მისი ოჯახი უკვე წლებია აფინანსებს. „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის ოჯახი აღნიშნულ პროექტს აქტიურად ახორციელებს, რის შედეგადაც, საქართველოს ველურ ბუნებაში გადაშენების პირას მყოფი ათასობით ფრინველი განაშენიანდა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728