გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
31-ე ქვეითი ბატალიონის სამხედროებმა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლა დაასრულეს

15-11-2025

საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის მე-3 ქვეითი ბრიგადის სამხედროებმა 6-თვიანი ეროვნული სამხედრო სამსახური დაასრულეს. ღონისძიება სენაკში, 31-ე ბატალიონის დისლოკაციის ბაზაზე გაიმართა. ინფორმაციას თავდაცვის ძალები ავრცელებს. 


უწყების ცნობით, წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში 6-ისთვის ვადით გაწვეულ პირებს სამხედრო სამსახურის დასრულება დასავლეთის სარდალმა, ბრიგადის გენერალმა კობა გრიგოლიამ მიულოცა და წარმატებები უსურვა. სამხედროები მე-3 ქვეითი ბრიგადის მოძღვარმა, მამა გობრონმა დალოცა. მათ სხვადასხვა სახის უწყებრივი მედლები და მადლობის სიგელებიც მიიღეს.


ღონისძიებას დასავლეთის სარდლობის შტაბისა და მე-3 ქვეითი ბრიგადის ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ. ღონისძიებაზე იმყოფებოდნენ ასევე, წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში 6 თვის ვადით გაწვეული პირების ოჯახის წევრები.


წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის დასრულების შემდეგ, სამხედრო მოსამსახურეების ნაწილმა საქართველოს თავდაცვის ძალებში საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის გავლის სურვილი გამოთქვა. სამხედროები დასავლეთის სარდლობის სხვადასხვა ქვედანაყოფში გადანაწილდებიან და სამხედრო სამსახურს თავდაცვის ძალებში გააგრძელებენ.


წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში სამხედროებმა 6 თვის განმავლობაში ტაქტიკა, ტოპოგრაფია, სამხედრო საინჟინრო, სამედიცინო, სამთო და საცეცხლე მომზადება გაიარეს.


2025 წლიდან წვევამდელები ეროვნულ სამხედრო სამსახურს მხოლოდ თავდაცვის ძალებში გადიან. წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური მიზნად ისახავს ძლიერი თავდაცვის რეზერვის შექმნასა და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის კიდევ უფრო გაძლიერებას.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031