გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სამეგრელოში, შიდა ქართლსა და ქვემო ქართლში უკანონო თევზჭერის ფაქტები გამოავლინეს

17-11-2025

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მდინარეებზე - ინწირაზე, მტკვარსა და ხრამზე, უკანონო თევზჭერის ფაქტები გამოავლინეს.


წალენჯიხის, მარნეულის, ხაშურისა და კასპის მუნიციპალიტეტებში, მოქალაქეებითევზჭერას აკრძალული საშუალებების - ელექტროიარაღების გამოყენებით ახდენდნენ. სამართალდამრღვევებს უკანონოდ ჰქონდათ მოპოვებული ჯამში 17 კგ-ზე მეტი სხვადასხვა სახეობის თევზი.


ელექტროიარაღით თევზჭერა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს; მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.


ელექტროიარაღი ადამიანთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვისაც საფრთხეს წარმოადგენს; ელექტროიარაღის დამზადება, შეძენა, შენახვა, ტარება, გადატანა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება კანონით დასჯადი ქმედებაა.


ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის პრიორიტეტია. მიმდინარე წლის განმავლობაში, დეპარტამენტის თანამშრომლებმა უკანონო თევზჭერის 687 ფაქტი გამოავლინეს. მათ შორის 49 - ელექტროიარაღის გამოყენებით უკანონო თევზჭერის ფაქტია.


გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით, 24-საათიან რეჟიმში, უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ, რათა დროულად მოხდეს უკანონო თევზჭერის, ნადირობისა და სხვა გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის ფაქტებისპრევენცია, აღკვეთა და გამოვლენა. ამასთან, მყისიერი რეაგირება ტარდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შესულ თითოეულ შეტყობინებაზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031