გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზაზა შათირიშვილი Ipsos-ის კვლევაზე: ეს კვლევაც, ისევე როგორც ყველაფერი, რაც დღეს ევროკავშირში ხდება - „დიფ სთეითის“ სატყუარაა და გრძელვადიან მიზნებზეა გათვლილი

17-11-2025

„ბოლო დღეებში ევროპული მასმედია აქტიურად აშუქებს ცნობილი ფრანგული კვლევითი ორგანიზაციის, Ipsos-ის საზოგადოებრივი აზრის კვლევას, რომლის მიხედვითაც, ევროპაში თურმე დემოკრატია ღრმა კრიზისს განიცდის, ქვეყანათა მთავრობები არ წარმოადგენენ ხალხის ხმას, კორუფცია საგანგაშო ნიშნულზეა, ხოლო, ევროკავშირის მომავალი კიდევ უფრო ბუნდოვანი და უიმედოა“, - ამის შესახებ ფილოსოფოს, ზაზა შათირიშვილის წერილში ვკითხულობთ.


შათირიშვილის განცხადებით, Ipsos-ის კვლევა „დიფ სთეითის” სატყუარაა და ის უფრო გრძელვადიან შედეგებზეა გათვლილი.


„რთულია არ დაეთანხმო - ერთი შეხედვით, კვლევამ ევროკავშირის ყველა ფუნდამენტური პრობლემა ზედაპირზე ამოიტანა და გამოააშკარავა ის მანკიერებები, რაზეც დიდი ხანია ვსაუბრობთ. მიუხედავად ამისა - მსგავსი საკითხებისადმი ზედაპირული დამოკიდებულება, ანალიზის გარეშე მოცემულობად მიღება და მით უმეტეს, აღტაცებაიმით, რომ თითქოს, ყველაფერი გამართლდა რასაც ვამბობდით - შესაძლოა, მძიმე შედეგებით დასრულდეს ჩვენი ქვეყნისთვის, რამეთუ ეს კვლევაც, ისევე როგორც ყველაფერი, რაც დღეს ევროკავშირში ხდება - „დიფ სთეითის“ სატყუარაა და გრძელვადიან მიზნებზეა გათვლილი”,- ვკითხულობთ ზაზა შათირიშვილის წერილში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031