გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზაზა შათირიშვილი Ipsos-ის კვლევაზე: ფაქტობრივად, კვლევა ამბობს, რომ დემოკრატიულმა სისტემამ, მმართველობის ამ ფორმამ, ხალხის თვალში საკუთარი თავი ამოწურა - კვლევის, ანუ „დიფ სთეითის“ ამ ხაფანგში არ უნდა გავებათ

17-11-2025

„კიდევ ერთხელ რომ დავუბრუნდეთ Ipsos - ის კვლევის მთავარ აქცენტებს, რომელიც „დიპ სტეიტმა“ შემოგვთავაზა - გარდა იმისა, რომ ხალხის აბსოლუტური უმრავლესობა გამოხატავს უკიდურეს უკმაყოფილებას დემოკრატიული მმართველობის მიმართ, მათ მომავალი კიდევ უფრო ბუნდოვნად, საშიშად ესახებათ. ფაქტობრივად, კვლევა ამბობს, რომ დემოკრატიულმა სისტემამ, მმართველობის ამ ფორმამ, ხალხის თვალში საკუთარი თავი ამოწურა“, - ამის შესახებ ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის წერილში ვკითხულობთ.


შათირიშვილი Ipsos-ის კვლევას ხაფანგს უწოდებს და აცხადებს, რომ ქართული სახელმწიფო ამაში არ უნდა გაებას.


„კვლევის ანუ „დიფ სთეითის“ ამ ხაფანგში არ უნდა გავებათ, რადგან სწორედ ჭეშმარიტმა დემოკრატიამ შექმნა ევროკავშირის ყველა ჯანსაღი ღირებულება. ის, რითაც ევროპა მუდამ ამაყობდა - ადამიანის უფლებების განუხრელად დაცვა, თავისუფალი არჩევნები, ქრისტიანული ფასეულობების პატივისცემა, კონკურენტუნარიანი ბაზარი და ჯანსაღი ეკონომიკა - ეს ყოველივე ხალხის მმართველობის შედეგი იყო. ჭეშმარიტი დემოკრატიით შექმნეს ერთმანეთზე უკეთესი და მდიდარი ქვეყნები ევროპელებმა, ხოლო, მდიდარმა ოლიგარქიულმა ოჯახებმა დემოკრატია გამოშიგნეს, ხალხის მმართველობა აგენტურის მმართველობით ჩაანაცვლეს, აგენტების ხელით ქვეყნები გააღარიბეს და გადაგვარების პირას მიიყვანეს, დღეს კი გვიმტკიცებენ, რომ თურმე - დემოკრატიამ ვერ და ვერ გაამართლა”,- ვკითხულობთ ზაზა შათირიშვილის წერილში. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031