გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზაზა შათირიშვილი Ipsos-ის კვლევის ნარატივზე: ოლიგარქები ცდილობენ დაამტკიცონ, რომ არ გაამართლა ხალხის მიერ არჩეულმა მთავრობებმა. უფრო მეტიც, ამ სათქმელით არაფორმალური მმართველები ევროკავშირში არსებულ მძიმე სიტუაციას სწორედ ხალხის არჩევანს აბრალებენ

17-11-2025

„მოკლედ გავაანალიზოთ - თუ რას გულისხმობს „დიფ სთეითის“ ახალი ნარატივი, რაც არის კიდეც Ipsos-ის კვლევის მთავარი სათქმელი, რომ თითქოს დემოკრატიამ, მმართველობის ამ ფორმამ არ გაამართლა. ოლიგარქები ცდილობენ დაამტკიცონ, რომ არ გაამართლა ხალხის მიერ არჩეულმა მთავრობებმა. უფრო მეტიც, ამ სათქმელით არაფორმალური მმართველები ევროკავშირში არსებულ მძიმე სიტუაციას სწორედ ხალხის არჩევანს აბრალებენ და დამნაშავედ ისევ ხალხი გამოჰყავთ“, - ვკითხულობთ ფილოსოფოს, ზაზა შათირიშვილის მიერ გამოქვეყნებულ ვრცელ წერილში.


შათირიშვილის განცხადებით, ჩანასახშივე აბსურდია მსჯელობა, რომ ევროკავშირში დემოკრატიულმა მმართველობამ არ გაამართლა, რამდენადაც თავად „დიფ სთეითის” მიერ დანიშნული ხელისუფლებები მართავენ ქვეყნებს.


„გამოდიან მოცემულობიდან, რომ დღეს ევროპას სერიოზული პრობლემები აქვს, რაც ცალსახაა, მაგრამ პრობლემის გამომწვევ მიზეზად მათი ვერსიის მიღება გულუბრყვილობა იქნება. ევროკავშირის ხელმძღვანელობა და ცალკეული ქვეყნების აბსოლუტური უმრავლესობის ხელისუფლება ხალხს არ აურჩევია - ისინი სწორედ „დიფ სთეითის“ დანიშნულ და მართულ აგენტურას წარმოადგენენ. ამიტომ, ჩანასახშივე აბსურდია მსჯელობა დემოკრატიული მმართველობის უუნარობაზე, როდესაც ხალხს საერთოდ წართმეული აქვს არჩევანის უფლება. ხალხს დააბრალო მთავრობის სისუსტე, ხოლო მმართველობის ფორმას უწოდო უფუნქციო, როდესაც მის არჩევაში და სისტემის ფუნქციონირებაში საზოგადოებას მონაწილეობა არ მიუღია - მარტივი, მაგრამ კარგად შეფუთული სატყუარაა”, - ვკითხულობთ წერილში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031