გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით სონღულაშვილი: მნიშვნელოვანი გამოწვევაა იმ დარგების სპეციალისტების სიმცირე, რომელსაც ჩვენი სამინისტრო ფარავს როგორც გარემოს დაცვის, ასევე, სოფლის მეურნეობის მიმართულებით

17-11-2025

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, მნიშვნელოვანი პრიორიტეტია ცოდნასთან და ტექნოლოგიებთან ხელმისაწვდომობა.


სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყების, სოფლის განვითარების სააგენტოს  პროგრამის ახალი დიზაინის ფარგლებში, შესაძლებელია უცხოელი სპეციალისტების ჩამოყვანა. რეგიონებში ვიზიტების დროს, ერთ-ერთი მოთხოვნა ფერმერებიდან სწორედ ცოდნაზე წვდომას ეხებოდა.


„ამ საკითხზე მუშაობის შედეგად იყო გამოწვეული ის რეფორმები, რომელიც ამ მიმართულებით და არა მხოლოდ ამ მიმართულებით განვახორციელეთ.


შესაბამისად, ახალი წლიდან, ფაქტობრივად, ჩვენი პროგრამები იქნება მთლიანად შეცვლილი და მორგებული როგორც ხელმისაწვდომობის და მომსახურების კუთხით, აგრეთვე შინაარსობრივად - თავიდან ბოლომდე მორგებული ფერმერებსა და იმ გამოწვევებზე, რომელიც გვაქვს“, - აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031