გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ქართველმა სპეციალისტებმა ყირგიზეთის დელეგაციის წევრებს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების მართვის კუთხით საქართველოს გამოცდილება გაუზიარეს

17-11-2025

ქართველმა სპეციალისტებმა ყირგიზეთის დელეგაციის წევრებს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების მართვის კუთხით საქართველოს გამოცდილება გაუზიარეს. ინფორმაციას გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.


ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) მხარდაჭერით, სსიპ ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოში სამუშაო ვიზიტით ყირგიზეთის რესპუბლიკის კოლეგა უწყების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.


მხარეებმა რადიაციული უსაფრთხოების სფეროში ქვეყნებს შორის ცოდნისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების, ასევე პროფესიული კავშირის გაღრმავების საკითხებზე იმსჯელეს.


ყირგიზეთის დელეგაციის წევრები გაეცნენ საქართველოს გამოცდილებას ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სახელმწიფო რეგულირების კუთხით.


ვიზიტის ფარგლებში გაიმართა როგორც სამეცნიერო-თეორიული სესიები, ასევე პრაქტიკული შეხვედრები, სადაც მონაწილეებმა განიხილეს რეგულირების, ინსპექტირების, ლიცენზირების, რადიოაქტიური ნარჩენების მართვის და საგანგებო მზადყოფნის საკითხები. ერთ-ერთი პრაქტიკული დავალების ფარგლებში, სტუმრებს საშუალება მიეცათ, დაჰკვირვებოდნენ სამედიცინო დაწესებულებაში ინსპექტირების განხორციელების პროცესს.


სსიპ ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტო აგრძელებს აქტიურ თანამშრომლობას ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან და პარტნიორ ქვეყნებთან საუკეთესო პრაქტიკისა და გამოცდილების გაზიარებას.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031