გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე პეტერ ფიშერზე: ყოველ ჯერზე უხეშად არღვევს ვენის კონვენციის კონკრეტულ მოთხოვნებს, პირდაპირ უპირისპირდება ნებისმიერ დიპლომატიურ სტანდარტს

18-11-2025

იმდენად არასერიოზული გახდა ამ კონკრეტული ელჩის ქმედებები, რომ არც ვიცით, რა ჯობია, რაიმე სერიოზული დატვირთვის მინიჭება ასეთი აქტებისთვის, თუ არა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, გადაცემა „თავისუფალ სივრცეში" გერმანიის ელჩთან დაკავშირებულ კითხვაზე პასუხისას განაცხადა.


როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, გერმანიის ელჩი ყოველ ჯერზე უხეშად არღვევს ვენის კონვენციის კონკრეტულ მოთხოვნებს, პირდაპირ უპირისპირდება ნებისმიერ დიპლომატიურ სტანდარტს.


„აქაც შეიძლება დიპლომატიური ნაბიჯის გადადგმა, კონკრეტული პროცედურის გამოყენება. ამაზე საგარეო საქმეთა სამინისტრო მიიღებს გადაწყვეტილებას, შეიძლება, ჩვენც გვქონდეს კონსულტაციები. უბრალოდ, იმდენად არასერიოზული გახდა ამ კონკრეტული ელჩის ქმედებები, რომ არც ვიცით, რა ჯობია, რაიმე სერიოზული დატვირთვის მინიჭება ასეთი აქტებისთვის, თუ არა. ხედავთ, რომ ყოველ ჯერზე უხეშად არღვევს ვენის კონვენციის კონკრეტულ მოთხოვნებს, პირდაპირ უპირისპირდება ნებისმიერ დიპლომატიურ სტანდარტს. აბსოლუტურად არასერიოზულია ეს ყველაფერი. შესაბამისად, ჩვენი დამოკიდებულებაც ამ ადამიანისა და მისი ქმედებების მიმართ, არის ძალიან მსუბუქი", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031