გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დევნილთა მინისტრმა და იტალიის ელჩმა დევნილ ოჯახებს ნათლისღების დღესასწაული მიულოცეს

19-01-2018

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი და იტალიის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ანტონიო ენრიკო ბარტოლი თბილისში, დადიანის ქუჩაზე მცხოვრებ დევნილ ოჯახებს ესტუმრნენ და ნათლისღების დღესასწაული მიულოცეს.

როგორც დევნილთა სამინისტროში განმარტავენ, იტალიის საელჩო, ტრადიციულად, ყოველი წლის დასაწყისში დევნილ ოჯახებს დღესასწაულებს ულოცავს და სიმბოლურ საჩუქრებს გადასცემს. 


თბილისში, დადიანის ქუჩაზე, ახალაშენებულ კორპუსებში 300-ზე მეტი დევნილი ოჯახი ცხოვრობს, რომლებსაც ბინები 2016 წელს გადაეცათ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930