გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ტრეფიკინგის ფაქტზე ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ ცნო

19-11-2025

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ტრეფიკინგის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.


სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მუქარით, ძალადობით და შანტაჟით გადაიბირა დაზარალებული და სექსუალურ ექსპლუატაციას უწევდა. აიძულებდა მას სექსუალური მომსახურება გაეწია სხვა პირებისთვის, ხოლო გამომუშავებული თანხა მისთვის სხვადასხვა საბანკო ანგარიშზე ჩაერიცხა. დაუმორჩილებლობის შემთხვევაში კი დაზარალებულს შეურაცხყოფას აყენებდა და ფიზიკური ანგარიშსწორებით ემუქრებოდა.


დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ადამიანით ვაჭრობა) წარედგინა.


თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 7 წლით და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930