გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
„დიდგორი 2025“-ის ფარგლებში რეზერვისტების ჩართულობით საველე სწავლება ჩატარდა

19-11-2025

უწყებათაშორისი სამეთაურო-საშტაბო სწავლება „დიდგორი 2025“ სხვადასხვა საველე კომპონენტის აქტიური ჩართულობით მიმდინარეობს. „დიდგორი 2025-ის“ ფარგლებში ალგეთის საწვრთნელ ბაზაზე რეზერვისტების მონაწილეობით, შემაჯამებელი საველე სწავლება გაიმართა, სადაც მათ ჩასაფრების ოპერაცია წარმატებით ჩაატარეს და მიღებული თეორიული ცოდნა პრაქტიკაში განახორციელეს.


წვრთნებში საქართველოს ეროვნული გვარდიის მე-20 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის 204-ე ბატალიონის რეზერვისტები მონაწილეობდნენ.


იმიტირებული სცენარის მიხედვით, რეზერვისტებმა კონტაქტზე რეაგირებისა და სამედიცინო ევაკუაციის ტიპის ამოცანები შეასრულეს.


„დიდგორის“ სწავლებაში წელს პირველად ჩაერთო სსიპ სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტო, რომელმაც, კომპეტენციის ფარგლებში, იმიტირებული სცენარის მიხედვით, სამობილიზაციო რეზერვთან დაკავშირებული ისეთი ღონისძიებები გაათამაშა, როგორიცაა რეზერვის შეტყობინება, გამოძახება და თავშეყრის პუნქტებამდე მიყვანა.


„დიდგორი 2025“ კოორდინირებულ და ერთობლივ მოქმედებებს ითვალისწინებს, როგორც საშტაბო, ისე საველე მიმართულებით. სწავლების განმავლობაში რეზერვისტთა მომზადების ცენტრი მოქმედებს, სადაც ისინი ტაქტიკურ საკითხებში გადიან მომზადებას.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031