გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
„საქართველოს მელიორაცია“ სამცხე-ჯავახეთის სარწყავი სისტემების რეაბილიტაცია-მოდერნიზაციას გეგმავს

19-11-2025

შპს „საქართველოს მელიორაცია“, აზიის განვითარების ბანკის (ADB) მხარდაჭერით, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში სარწყავი ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია-მოდერნიზაციას პროექტს განახორციელებს.

 

„საქართველოს მელიორაციის“ შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელი პირები და აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლებმა სამცხე-ჯავახეთში ნინოწმინდის, ახალქალაქის, ახალციხისა და ასპინძის მუნიციპალიტეტებში არსებული მოქმედი და გაუქმებული სარწყავი სისტემები, ასევე მათი დაფარვის ტერიტორიები დაათვალიერეს.

 

ADB-ის ექსპერტები ადგილზე გაეცნენ სარწყავი ინფრასტრუქტურის არსებულ მდგომარეობას, რის საფუძველზეც წინასწარი შეფასებების დოკუმენტს მოამზადებენ. შემდეგ ეტაპზე განხორციელდება საპროექტო კვლევები, რომლებიც მიზნად ისახავს სარწყავი სისტემების ეფექტიან რეაბილიტაციასა და მოდერნიზაციას, რაც რეგიონში სოფლის მეურნეობის განვითარების და წყლის რესურსების უკეთ გამოყენებას შეუწყობს ხელს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728