გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
Freedom House-ის თანახმად, ინტერნეტის თავისუფლებით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ოცეულში და ევროპის საუკეთესო ათეულშია

19-11-2025

ორგანიზაცია Freedom House-მა ინტერნეტის თავისუფლების 2025 წლის რეიტინგი გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ოცეულშია.


გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, საქართველოში ინტერნეტი სრულად თავისუფალია. ჩვენი ქვეყანა ევროპის ქვეყნების საუკეთესო ათეულში შედის.

საქართველო უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა უნგრეთი, სერბეთი, უკრაინა, თურქეთი, აზერბაიჯანი, რუსეთი, ბელარუსი.


Freedom House-მა საქართველოში ინტერნეტის თავისუფლება 70 ქულით შეაფასა. სამხრეთ კავკასიის რეგიონში საქართველოს მსგავსად თავისუფალი ინტერნეტი მხოლოდ სომხეთშია.


ანგარიშში ინტერნეტის თავისუფლების დონე ფასდება შემდეგი კრიტერიუმებით: დაბრკოლებები წვდომისთვის, კონტენტზე დაწესებული შეზღუდვები და მომხმარებელთა უფლებების დარღვევები.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930