გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზაალ ანჯაფარიძე: გარე ძალებისგან ქვეყნის პოლიტიკური ველის გაწმენდა უკვე ბუნებრივი მოთხოვნა და საჭიროებაა, „ქართულმა ოცნებამ“ საერთოდ ხელი რომ არ გაანძრიოს, ეს ბუნებრივად მოხდება, ახლა კი ხდება ამ პროცესის ცოტა დაჩქარება

19-11-2025

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „ევროპული საქართველოს” გენერალური მდივნის აკაკი ბობოხიძის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ევროკომისარ მარტა კოსის აღიარების შემდეგ, რომლის თანახმად, ევროკავშირი შემოვლითი გზებითაც შეეცდება ადგილობრივი რეზიდენტურის დაფინანსებას, საქართველოში მოქმედი პოლიტიკური აქტორებიც საჯაროდ ამჟღავნებენ საკუთარ როლს გარე ძალების ინტერესებში.


ანჯაფარიძის თქმით, ბობოხიძის განცხადება ცხადყოფს, რომ ოპოზიციის ძირითადი მისია არა მოქალაქეებთან მუშაობა, არამედ გარე ცენტრებთან „დასმენების” და დეზინფორმაციის გაგზავნის პროცესში მონაწილეობაა, რასაც თავადვე უკავშირებენ ქვეყნისთვის სანქციების მოტანას და ზეწოლის გაძლიერებას იმ იმედით, რომ ეს ვითარება მათ პოლიტიკურად დაეხმარება.


„გარე აქტორის, ევროკომისარ მარტა კოსის გუშინდელ აღიარებას, რომ ყველა, მათ შორის, შემოვლითი გზებით შეეცდებიან მათი აქაური რეზიდენტურა ფულით მოამარაგონ, მოჰყვა უკვე ადგილობრივი აქტორის აღიარება, რომელიც ოპოზიციის მთავარ მისიას ხედავს არა ხალხთან, არამედ გარე ძალებთან მუშაობაში, ანუ დასმენებში, დეზინფორმაციის გაგზავნაში და ა.შ., რომელთაც უნდა მოჰყვეს სხვადასხვა სასჯელები ქვეყნისთვის, რომ ამით ოპოზიციას ეშველოს, როგორც თავად მიიჩნევენ. შესაბამისად, ასეთი ძალებისგან ქვეყნის პოლიტიკური ველის გაწმენდა, უკვე, ბუნებრივი მოთხოვნა და საჭიროება ხდება, და ქ/ოცნებამ საერთოდ ხელი რომ არ გაანძრიოს, ეს ბუნებრივად მოხდება, ოღონდ ცოტა დროში გაიწელება. ახლა კი, ხდება უბრალოდ ამ პროცესის ცოტა დაჩქარება, შექმნილი აუცილებლობიდან გამომდინარე. მით უმეტეს, რომ აგენტურამ ფაქტობრივად, თვითლუსტრაცია გამოაცხადა“, - წერს ზაალ ანჯაფარიძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031