გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით, სტუდენტებისთვის საგანმანათლებლო შეხვედრა გაიმართა

19-11-2025

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციების მიმართულების ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისთვის ორდღიანი ტრენინგი გამართა.


ტრენინგი სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორის მოადგილე თამთა დევდარიანმა გახსნა, რომელმაც  მონაწილეებს ცენტრის პრიორიტეტები და მიმდინარე აქტივობები, მათ შორის, საგანმანათლებლო მიმართულებები გააცნო.


ტრენინგის ფარგლებში, სტუდენტებმა ინფორმაცია მიიღეს სასოფლო-სამეურნეო ცოდნისა და ინოვაციების სისტემის (AKIS), გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის  სერვისების, სოფლის განვითარების სააგენტოს პროგრამების, გარემოსდაცვითი პოლიტიკის, გარემოსდაცვითი უფლებებისა და ამ მიმართულებებით მედიის როლის შესახებ.


ტრენინგის ბოლოს, მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, აგრარული პოლიტიკისა და გარემოს დაცვის მიმართულებებით კითხვები დაესვათ და პასუხები დარგის სპეციალისტებისგან მიეღოთ.


ტრენინგის ფარგლებში, სტუდენტები სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას ბაზაზე იმყოფებოდნენ, სადაც მათთვის შემეცნებითი ტური ჩატარდა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031