გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: დეკლარაციების შესწავლას განახორციელებს დამოუკიდებელი კონსტიტუციური ორგანო სახელმწიფო აუდიტის სამსახური, რომელიც არის ძლიერი ინსტიტუტი

20-11-2025

დეკლარაციების შესწავლას განახორციელებს დამოუკიდებელი კონსტიტუციური ორგანო სახელმწიფო აუდიტის სამსახური, რომელიც არის ძლიერი ინსტიტუტი და შესაბამისად, ამ კუთხით ძლიერდება პრაქტიკის ნაწილში საერთო სისტემა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი ლაივში" განაცხადა.


როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საერთო სურათი არსებითად იგივე დარჩება, რადგან ძირითადი ორგანოები, რომლებიც დღემდეც იყვნენ დაკავებული იმ საქმიანობით, რასაც ჰქვია კორუფციასთან ბრძოლა, ეს არის მთავრობა თავისი ადმინისტრაციით, თავისი კონკრეტული დეპარტამენტით, ეს არის სუსი ანტიკორუფციული სააგენტოთი, ეს არის სახელმწიფო აუდიტის სამსახური და ეს არის საქართველოს პროკურატურა.


„როდესაც ჩვენ დავიწყეთ გაძლიერებული ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ, ჩვენ თავი მოვუყარეთ სწორედ ამ ორგანოებს. როდესაც ვიკრიბებოდით ხოლმე ამ თემასთან დაკავშირებით, როცა საქმე ეხებოდა კორუფციასთან ბრძოლას, იკრიბებოდა მთავრობის წარმომადგენლობა თავისი სამინისტროებით, პროკურატურა სუსი და აუდიტის სამსახური. ამ კონსტიტუციური ორგანოების ხელშია საბოლოო ჯამში ის ფუნქცია, რასაც ჰქვია ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ. შესაბამისად, არსებითად სისტემა რჩება იგივე, უბრალოდ ეს სისტემა აქაც შესაბამისობაში მოდის კონსტიტუციურ ჩარჩოსთან", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031