გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ხმარებიდან ამოღებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ნარჩენების მართვის შესახებ პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა

20-11-2025

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი ავტომობილთა იმპორტიორებს შეხვდა. შეხვედრაზე ხმარებიდან ამოღებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ნარჩენების მართვის საკითხები განიხილეს.


როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, მნიშვნელოვანია ახალი ინიციატივები კერძო სექტორთან აქტიური კომუნიკაციით და შეჯერებული პოზიციებით იყოს განხორციელებული.


„ნარჩენების მართვის კოდექსის“ შესაბამისად, მიღებული გვაქვს 4 ტექნიკური რეგლამენტი, რომლებიც ეხება ბატარეებს, აკუმულატორებს, საბურავებს, ელექტრო და ელექტრონულ ნარჩენებს და ნარჩენ ზეთებს. ერთ-ერთ გამოწვევად რჩება ხმარებიდან ამოღებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ნარჩენების მართვა - ლოგისტიკა, დახარისხება, სეპარირება, რეციკლირება. სწორედ აღნიშნული საკითხები განვიხილეთ ავტომობილების იმპორტიორებთან სამუშაო შეხვედრაზე. ვგეგმავთ ამ მიმართულებით ყველა ჩართულ მხარესთან მუშაობას, რათა ტექნიკური რეგლამენტის მიღებამდე, თითოეული საკითხი კერძო სექტორთან, ბიზნესთან იყოს შეთანხმებული. მინდა აღვნიშნო, რომ ნარჩენების მართვა გარემოს დაცვის მნიშვნელოვანი მდგენელია. ამასთან ერთად, გარემოზე ზრუნვა ბიზნესსექტორის მნიშვნელოვანი სოციალური პასუხისმგებლობაა“, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.

შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლაშა ინაური, ასევე, სამინისტროს სისტემაში შემავალი შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.


ხმარებიდან ამოღებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ნარჩენების მართვის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის მიზანია მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულებებისა და აღნიშნული ნარჩენების მართვის წესების განსაზღვრა, ხმარებიდან ამოღებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ნარჩენების წარმოქმნის პრევენცია, ხელახალი გამოყენების, რეციკლირების ან სხვაგვარად აღდგენის უზრუნველყოფა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031