გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საქართველოს მიმართ დაინტერესებამ მოლოდინს გადააჭარბა - ირაკლი ჭიღლაძე IBTM World 2025-ს შესახებ

20-11-2025

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურო კერძო სექტორთან ერთად ესპანეთში, ბარსელონაში, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ და გავლენიან გამოფენაზე იყო წარმოდგენილი.


IBTM World 2025-ზე საქართველოს მონაწილეობის მნიშვნელობაზე საუბრობს სასტუმრო „საირმეს“ წარმომადგენელი ირაკლი ჭიღლაძე.

 

„ჩვენ აქტიურად ვმონაწილეობთ მსგავს ღონისძიებებში, რაც პირველ რიგში ხელს უწყობს ცნობადობის ზრდას. ეს კონკრეტული გამოფენა ვფიქრობ, რომ წარმატებული იქნება MICE ტურიზმის მიმართულებით. საქართველოს მიმართ დაინტერესებამ მოლოდინს გადააჭარბა. IBTM ჩვენთვის არის წყარო ახალი პოტენციური კლიენტების გასაცნობად. მსგავსი ტიპის შეხვედრებში ხშირად ვიღებთ მონაწილეობას და აღსანიშნავია, რომ საკონვენციო ბიუროს მიერ მუდმივად მაღალ დონეზეა ორგანიზებული“.


IBTM World 2025-ზე 150 ქვეყნიდან 2 500-ზე მეტი ორგანიზაცია და კომპანია იყო წარდგენილი, ხოლო გამოფენის სტუმრების რაოდენობა 12 ათასს გადააჭარბა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031