გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი კახიანი „ლელოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე: ისინი ცდილობენ მანიპულირებას საზოგადოებისთვის ძალიან სენსიტიური თემებით, ხან არაბიზაციაზე საუბრობენ, ხან მეჩეთების აშენებაზე - ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, აბსურდია

20-11-2025

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანი ეხმიანება პარტია „ლელოს“ გენერალური მდივნის ირაკლი კუპრაძის მიერ, გადაცემაში „ღამის კურიერი“ „იგლ ჰილსის“ ინვესტიციასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას, რომლის თქმითაც მას აქვს ინფორმაცია კონკრეტული სასულიერო პირებისგან, რომ თითქოს აღნიშნულ ტერიტორიაზე იგეგმება მეჩეთების მშენებლობა.


გიორგი კახიანი კუპრაძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას აბსურდსა და სიცრუეს უწოდებს, მისი თქმით „ლელო“ ცდილობს საზოგადოებაზე მანიპულირებას, რელიგიასთან დაკავშირებული თემით, რომელიც საზოგადოებისთვის ყველაზე მეტად სენსიტიურია, ხელისუფლება კი მაქსიმალურად ცდილობს საზოგადოებას მიაწოდოს სრული ინფორმაცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.


„ფაქტია, რომ ერთი შეხედვით თითქოს განსხვავებულ პლატფორმაზე მყოფ პოლიტიკურ ჯგუფებს მაგალითად, როგორიც არის - „ლელო“, „ალტ-ინფო“ - აღმოჩნდა, რომ ამ პროექტთან დაკავშირებით აქვთ საერთო შეხედულებები.


როგორც ჩანს, მათ ბევრი რამ აერთიანებთ. ის, რომ ერთი მხრივ ცდილობენ, რომ რაღაც განსხვავებულობა წარმოაჩინონ ერთმანეთთან მიმართებით, ფაქტია, რომ რაღაც მსგავსებაც არსებობს თუნდაც, იმ პოზიციებში, რომელიც ამ საკითხთან დაკავშირებით არის.


გარდა ამისა, ჩვენ ვხედავთ რას - ისინი ცდილობენ მანიპულირებას საზოგადოებისთვის ძალიან სენსიტიური თემებით, ხან არაბიზაციაზე საუბრობდნენ, ხან მეჩეთების აშენებაზე. ყველაფერ ამაზე ხელისუფლების მხრიდან ძალიან კონკრეტული პასუხებია, რომ ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, აბსურდია, სიცრუეა, არანაირი საფუძველი ამას არ აქვს, ამიტომაც არის, რომ მაქსიმალურად ვცდილობთ ყველანაირი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას“, - განაცხადა გიორგი კახიანმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031