გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გივი მიქანაძე: არასრულწლოვანთა შესახებ სპეციალური კანონი პირველ რიგში ასრულებს პრევენციულ ხასიათს. მნიშვნელოვანია ის პროექტები, რომელსაც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო შსს-სთან ერთად ახორციელებს

20-11-2025

„ევროპის არაერთი ქვეყანაა, სადაც ამ ასაკის და უფრო დაბალი ასაკის ახალგაზრდებშიც მსგავსი პასუხისმგებლობის კომპონენტი არის დადგენილი, თუმცა ეს არის უკიდურესი ფორმა“, - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ არასრულწლოვანთა შესახებ სპეციალურ კანონზე საუბრისას.


მისივე თქმით, არასრულწლოვანთა შესახებ სპეციალური კანონი პირველ რიგში ასრულებს პრევენციულ ხასიათს.


„მნიშვნელოვანია ის პროექტები, რომელსაც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად ახორციელებს“, - აღნიშნა გივი მიქანაძემ.


პარლამენტი არასრულწლოვანთა შესახებ სპეციალურ კანონს განიხილავს, რომელიც გერმანული კანონის ანალოგია.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031