გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გივი მიქანაძემ მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

20-11-2025

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. მხარეებმა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს.

 

გივი მიქანაძემ მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობის მრავალწლიან წარმატებულ გამოცდილებაზე ისაუბრა დამათ განათლების სამივე საფეხურზე მიმდინარე სიახლეები და დაგეგმილი რეფორმები გააცნო. მინისტრმა, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა უმაღლესი განათლების რეფორმის ახალ კონცეფციაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საზოგადოებასწარუდგინა.

 

თავის მხრივ,მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებმა საქართველოს განათლების სისტემის მხარდაჭერის მზაობა გამოხატეს, მათ შორის, უმაღლესი განათლების მასშტაბური რეფორმის მიმართულებით.

 

სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობდნენ მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი როლანდ პრაისი,განათლების სექტორის ხელმძღვანელი ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში რიტა ალმეიდა, განათლების სექტორის სპეციალისტები:ანა ბერძენაძე, რენატა ლემოსი, კორნელია ჯესი და დანიელ არტურო სეგურა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728