გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ჩვენი მიზანია ბევრი ევროპელი მოგზაური ჩამოვიყვანოთ საქართველოში- მარია ანუნტა დე მარი

20-11-2025

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურო ესპანეთში, ბარსელონაში, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ და გავლენიან გამოფენაში IBTM World 2025 მონაწილეობდა.

გამოფენაზე  საქართველოს მონაწილეობას აფასებს ფრანგული ტურისტული სააგენტოს La Creative Boutique France-ის წარმომადგენელი მარია ანუნტა დე მარი.

„საქართველოში პირველად ორი წლის წინ ვიყავი და ძალიან მომეწონა. ჩვენი კომპანია მუშაობს როგორც ევროპის ქვეყნების, ასევე საქართველოს მიმართულებაზე. ამ ზაფხულს ჩვენ საქართველოში ჩამოვიყვანეთ მოგზაურები. ჩვენი კლიენტები ეძებენ ახალ, არასტანდარტულ მიმართულებებს და ჩვენ მათ საქართველოს ვთავაზობთ, ვუწყობთ სპეციალურ ტურებს. ისინი კმაყოფილები არიან. ჩვენი მიზანია ბევრი ევროპელი მოგზაური ჩამოვიყვანოთ საქართველოში.“


IBTM World 2025-ზე  150 ქვეყნიდან 2 500-ზე მეტი ორგანიზაცია და კომპანია იყო წარდგენილი, გამოფენის სტუმრების რაოდენობამ 12 ათასს გადააჭარბა.


ინფორმაციას ტურიზმის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930