გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გენადი არველაძე: CAREC-ის ქვეყნები ვაჭრობისა და ინვესტიციების ხელშეწყობის პარტნიორობის შეთანხმებაზე შეთანხმდნენ

20-11-2025

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ ხელი მოაწერა დეკლარაციას CAREC-ის ვაჭრობისა და ინვესტიციების ხელშეწყობის პარტნიორობის შეთანხმების (CARTIF) თაობაზე მოლაპარაკებების დაწყების შესახებ. ხელმოწერა ყირგიზეთის ქალაქ ბიშკეკში CAREC - ის რიგით 24-ე მინისტრთა კონფერენციის ფარგლებში გაიმართა.


დეკლარაციის მიზანია თანამედროვე, განვითარებაზე ორიენტირებული საპარტნიორო შეთანხმების გაფორმება, რომელიც ხელს შეუწყობს CAREC-ის რეგიონში საქონლით და მომსახურებით ვაჭრობას, შეამცირებს არა-სატარიფო ბარიერებს და წაახალისებს ციფრული ვაჭრობის განვითარებას.


დეკლარაციით ვაჭრობისა და ინვესტიციების ხელშეწყობის პარტნიორობის შეთანხმების შესახებ (CARTIF) მოლაპარაკებების დაწყება 2026 წლისთვისაა დაგეგმილი.


მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ დადებითად შეაფასა CARTIF - ის შეთანხმების შესახებ მოლაპარაკების დაწყება CAREC - ის ქვეყნებთან. „საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტს საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირება და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებების გაფორმება წარმოადგენს, რათა საქართველოს წარმოებული პროდუქცია და მომსახურება რაც შეიძლება მეტ ქვეყანაში პრეფერენციული რეჟიმით შევიდეს. CAREC - ის ქვეყნებიდან მხოლოდ ნაწილთან გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება. ამდენად, CARTIF - ის ფორმატში თანამშრომლობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქართველ მწარმოებლებს, პროდუქცია პრეფერეციული რეჟიმით მეტ ქვეყანაში გაიტანონ," - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ. გენადი არველაძის შეფასებით, CARTIF - ის მიზანია გაამარტივოს ვაჭრობა წევრ ქვეყნებს შორის, მოიზიდოს ინვესტიციები და შექმნას უფრო კონკურენტუნარიანი ბაზარი.


მინისტრთა კონფერენციის ფარგლებში, ასევე გაფორმდა მემორანდუმი CAREC-ის რეგიონული ტურიზმის განვითარების შესახებ, რომლის მიზანია მიზანია რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავება, კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესება და CAREC-ის რეგიონის პოზიციონირება როგორც ერთიანი, მაღალი ღირებულების ტურისტული მიმართულება.


CAREC - ის მინისტრთა კონფერენცია ყოველწლიური ღონისძიებაა, სადაც იკრიბებიან პროგრამის მონაწილე სახელმწიფოების მაღალი დონის წარმომადგენლები სტრატეგიული გეგმებისა და სამოქმედო პროგრამების დასამტკიცებლად, სხვადასხვა ინიციატივების და პროექტების დაფინანსების მექანიზმებისა და სხვა მნიშვნელოვანი თემატური საკითხების განსახილველად.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031