გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზაალ ანჯაფარიძე ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის თემო წიქვაძის განცხადებაზე: შესაძლოა, ეს არ იყოს ბოლო გამოცდა და წინ კიდევ არაერთი სიურპრიზი იყოს, როგორც სასჯელი დამოუკიდებელი სუვერენული პოლიტიკისათვის

20-11-2025

„შესაძლოა, სასამართლო მოიგოთ, მაგრამ აქტივის დაბრუნების საკითხს მაინც ჩვენ გადავწყვეტთ“ - ეს არის ახალი მსოფლიო წესრიგის ფილოსოფია და საქართველომ ერთ-ერთმა პირველმა გამოცადა ეს საკუთარ თავზე“, - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის თემო წიქვაძის განცხადებას სოციალურ ქსელში.


მისივე შეფასებით, შესაძლოა, ეს არ იყოს ბოლო გამოცდა და წინ კიდევ არაერთი სიურპრიზი იყოს, როგორც სასჯელი დამოუკიდებელი სუვერენული პოლიტიკისათვის.


„შესაძლოა, სასამართლო მოიგოთ, მაგრამ აქტივის დაბრუნების საკითხს მაინც ჩვენ გადავწყვეტთ“ - ეს არის ახალი მსოფლიო წესრიგის ფილოსოფია და საქართველომ ერთ-ერთმა პირველმა გამოცადა ეს საკუთარ თავზე. შესაძლოა, ეს არ იყოს ბოლო გამოცდა და წინ კიდევ არაერთი სიურპრიზი იყოს, როგორც სასჯელი დამოუკიდებელი სუვერენული პოლიტიკისათვის. P.S. უბრალოდ ნებისმიერმა საკუთარი თავი რომ წარმოიდგინეთ ამ სიტუაციაში. ბანკს ანდობს თანხას, ვიღაცები მიიჩნევენ, რომ ისე არ იქცევით, როგორც მათ სურთ და იწყებენ ამ თქვენი ფულის მოპარვას და წართმევას“, - წერს ანჯაფარიძე.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031