გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: საქართველოსა და სომხეთს შორის ურთიერთობები ძალიან დინამიურად ვითარდება როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით სხვადასხვა სფეროში

20-11-2025

საქართველოსა და სომხეთს შორის ურთიერთობები ძალიან დინამიურად ვითარდება როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით სხვადასხვა სფეროში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სომხეთის პრეზიდენტთან, ვაჰაგნ ხაჩატურიანთან შეხვედრისას განაცხადა, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.


ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ საქართველოსა და სომხეთის მთავრობებს აქვთ ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა და ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობების დინამიკა სამომავლო პარტნიორობის კიდევ უფრო მეტად განვითარების საფუძველია.


„მოხარულები ვართ, რომ დინამიურად ვითარდება ურთიერთობები ჩვენს ქვეყნებს შორის. რა თქმა უნდა, მაღალი დონის ვიზიტების ხშირი გაცვლაც ამის დასტურია. მადლობას გიხდით საქართველოში ჩამობრძანებისთვის, თქვენი პირადი მხარდაჭერა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენი ურთიერთობები ძალიან დინამიურად ვითარდება როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით სხვადასხვა სფეროში. გვაქვს ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა სომხეთის მთავრობასთან. დარწმუნებულები ვართ, რომ ამ დინამიკით, ამ ტემპებით ჩვენ ძალიან დიდ წარმატებებს მივაღწევთ მომავალში ურთიერთობების შემდგომი განვითარების კუთხით", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031