გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ვაჰაგნ ხაჩატურიანი ირაკლი კობახიძეს: ჩვენი ერთობლივი სურვილია, რეგიონში იყოს მშვიდობა და სტაბილურობა, შიდა პოლიტიკური მდგრადობა, ვფიქრობ, ჩვენი მოსახლეობა საქართველოშიც და სომხეთშიც დააფასებს მთავრობების ძალისხმევას

20-11-2025

ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მხარი დავუჭიროთ ორმხრივი ურთიერთობების გამყარებასა და გაღრმავებას, დარწმუნებულები იყავით, რომ სომხური მხარის განწყობებსა და მიდგომებში ვერანაირი ცვლილება ვერ იქნება, - ამის შესახებ სომხეთის პრეზიდენტმა ვაჰაგნ ხაჩატურიანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან პირისპირ შეხვედრისას განაცხადა.


მისივე თქმით, საქართველოსა და სომხეთის ერთობლივი სურვილია, რეგიონში იყოს მშვიდობა და სტაბილურობა.


„დიდი მადლობა საქართველოს ხელისუფლებას თბილი მიღებისთვის. გუშინ ჩამოვედი და ისეთი შთაბეჭდილება მაქვს, თითქოს სულ აქ ვიყავი. ამას განაპირობებს ჩვენს მიმართ გამოჩენილი ყურადღება და ის გარემო, რომელიც აქ შეგვიქმნეს. დარწმუნებული ვარ, ეს ასევე განპირობებულია ჩვენი ქვეყნის პრემიერ-მინისტრისა და თქვენი პირადი ურთიერთობებით, სანდო პარტნიორობით და დარწმუნებული ვარ, რომ მაღალი დონის შეხვედრები ამყარებენ ჩვენს ურთიერთობებს, ასევე გვიქმნიან ახალ შესაძლებლობებს. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მხარი დავუჭიროთ ორმხრივი ურთიერთობების გამყარებასა და გაღრმავებას. დარწმუნებულები იყავით, რომ სომხური მხარის განწყობებსა და მიდგომებში ვერანაირი ცვლილება ვერ იქნება. ჩვენი ერთობლივი სურვილია, რეგიონში იყოს მშვიდობა და სტაბილურობა, შიდა პოლიტიკური მდგრადობა. ვფიქრობ, ჩვენი მოსახლეობა საქართველოშიც და სომხეთშიც დააფასებს მთავრობების ძალისხმევას, რომელიც მიმართულია ჩვენი ქვეყნების სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისკენ", - განაცხადა ვაჰაგნ ხაჩატურიანმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031