გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სპარსეთის ყურის ქვეყნებში საქართველოს მიმართ ინტერესი იზრდება-მარიამ ტიგინაშვილი

21-11-2025

სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან საქართველოში მაღალმხარჯველი ტურისტული ნაკადების გაზრდისა და საქართველოს ცნობადობის ამაღლების მიზნით, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, საუდის არაბეთსა და ქუვეითში „როუდშოუები“ გამართა.

B2B ფორმატის ფარგლებში ქართული კომპანიების წარმომადგენლები ადგილობრივ კოლეგებს შეხვდნენ, სადაც თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. შეხვედრების შესახებ საუბრობს ჯორჯია კაპიტალის წარმომადგენელი მარიამ ტიგინაშვილი.

„ჩვენ გვქონდა რამდენი ტიპის შეხვედრა, მათ შორის იყო B2B შეხვედრები. სადაც წარვადგინეთ ზამთრის  და გაზაფხულის ტურისტული შეთავაზებები, ასევე ვესაუბრეთ სასტუმროების  წარმომადგენელებს, რომლებსაც  გავაცანით მრავალფეროვანი ტურისტული პაკეტები საქართველოში.  შევხვდით მარკეტინგულ კომპანიებს და ინფლუენსერებსაც.  წარვადგინეთ საქართველო, რომელიც ტურისტული კუთხით ერთ-ერთ წამყვან პოზიციაზეა. მსგავსი ტიპის შეხვედრები ჩვენი კომპანიისთვის და  ზოგადად საქართველოსთვის  ძალიან მნიშვნელოვანია, იქიდან გამომდინარე, რომ  უშუალო კონტაქტის და კომუნიკაციის შედეგად მეტად ეცნობიან ჩვენს ქვეყანას და სპარსეთის ყურის ქვეყნებში  საქართველოს მიმართ ინტერესი იზრდება“.


ღონისძიებებში 20-მდე ქართული და 50-მდე ადგილობრივი კომპანია იყო წარდგენილი. უცხოური კომპანიების წარმომადგენლები დეტალურად გაეცნენ საქართველოს ტურისტულ ინფრასტრუქტურას, შეთავაზებებსა და პროდუქტებს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728