გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საქართველოს პრემიერ-მინისტრი აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა

21-11-2025

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს ვილაიათ ეივაზოვს შეხვდა, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.


შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო ორ ქვეყანას შორის არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობასა და სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივებს. ხაზი გაესვა საქართველოსა და აზერბაიჯანის სამართალდამცავ უწყებებს შორის წლების განმავლობაში ჩამოყალიბებულ წარმატებულ ორმხრივ პარტნიორობას. აღინიშნა, რომ ორი ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროებს შორის თანამშრომლობის შესახებ დღეს გაფორმებული შეთანხმება ხელს შეუწყობს შესაბამის უწყებებს შორის არსებული პარტნიორობის კიდევ უფრო გაძლიერებას, მათ შორის დანაშაულის პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის მიმართულებით.


საუბარი შეეხო ასევე რეგიონში სტაბილურობისა და ხანგრძლივი მშვიდობის დამყარების მნიშვნელობას.


შეხვედრას ესწრებოდნენ შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ზურაბ პატარაძე და აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ფაიგ გულიევი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031