გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სპარსეთის ყურის ქვეყნებში შევხვდით ბევრ კომპანიას და ვიმედოვნებთ, რომ ეს ღონისძიება წარმატებული იქნება ქართული ტურისტული სექტორისთვის-ირაკლი იმერლიშვილი

21-11-2025

სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან საქართველოში მაღალმხარჯველი ტურისტული ნაკადების გაზრდისა და საქართველოს ცნობადობის ამაღლების მიზნით, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, საუდის არაბეთსა და ქუვეითში „როუდშოუები“ გამართა. B2B ფორმატის ფარგლებში ქართული კომპანიების წარმომადგენლები ადგილობრივ კოლეგებს შეხვდნენ, სადაც თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ღონისძიების მნიშვნელობაზე საუბრობს კომპანია „ჯორჯია ბაი ქარის“ წარმომადგენელი ირაკლი იმერლიშვილი.


„ბოლო რვა წელია ტურისტებს ვმასპინძლობთ აზიის ქვეყნებიდან,  უმეტესწილად საამიროებიდან. პირველად  ვმონაწილეობთ როუდშოუზე და ძალიან წარმატებული აღმოჩნდა. სპარსეთის ყურის ქვეყნებში შევხვდით ბევრ კომპანიას და ვიმედოვნებთ, რომ  ეს ღონისძიება წარმატებული იქნება ქართული ტურისტული სექტორისთვის.  ქვეყანაში შემოვიყვანთ მეტ მხარჯველუნარიან ტურისტს და მეტი ადამიანისთვის გახდება საქართველო ცნობილი“.


ღონისძიებებში 20-მდე ქართული და 50-მდე ადგილობივი კომპანია იყო წარდგენილი. უცხოური კომპანიების წარმომადგენლები დეტალურად გაეცნენ საქართველოს ტურისტულ ინფრასტრუქტურას, შეთავაზებებსა და პროდუქტებს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031