გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
„დიდგორი 2025-ის“ ფარგლებში 201-ე ბატალიონის რეზერვის პირადმა შემადგენლობამ თელავში საველე სწავლება გამართა

21-11-2025

უწყებათაშორისი სამეთაურო-საშტაბო სწავლება „დიდგორი 2025-ის“ ფარგლებში ეროვნული გვარდიის მე-20 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის 201-ე ბატალიონის რეზერვის პირადმა შემადგენლობამ სწავლება ჩაატარა. სწავლების საველე კომპონტენტი კახეთის რეგიონში, ქალაქ თელავში განხორციელდა.


სიმულაციური სცენარის მიხედვით რეზერვისტებმა ჩასაფრების ოპერაცია შეასრულეს. ინფორაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. 


„დიდგორის“ სწავლებაში წელს პირველად ჩაერთო სსიპ სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტო, რომელმაც, იმიტირებული სცენარის მიხედვით, სამობილიზაციო რეზერვთან დაკავშირებული ისეთი ღონისძიებები გაათამაშა, როგორიცაა რეზერვის შეტყობინება, გამოძახება და თავშეყრის პუნქტებამდე მიყვანა.


უწყებათაშორისი სამეთაურო-საშტაბო სწავლება „დიდგორი 2025“კოორდინირებულ და ერთობლივ მოქმედებებს ითვალისწინებს, როგორც საშტაბო, ისე საველე მიმართულებით. მოცემული სწავლებები ხელს უწყობს სხვადასხვა უწყების შესაბამის ქვედანაყოფებს შორის ურთიერთთავსებადობის ამაღლებას, გამოცდილების გაზიარებას და შესაძლო გამოწვევების მიმართ განსახორციელებელი მოქმედებების დახვეწას.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31