გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით, კოლეჯების დირექტორთა საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა

21-11-2025

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს სხდომა ქალაქ რუსთავში, კოლეჯ „მოდუსში“ გაიმართა.


შეხვედრაზე მინისტრმა მონაწილეებს უმაღლესი განათლების ფუნდამენტური რეფორმის ძირითადი მიმართულებების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რომელიც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საჯაროდ წარუდგინა საზოგადოებას. როგორც გივი მიქანაძემ აღნიშნა, მნიშვნელოვანია რეფორმის განხორციელების პარალელურად პროფესიული განათლების განვითარებისა და გაძლიერების ხელშეწყობა.


შეხვედრაზე ასევე ყურადღება გამახვილდა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა: კოლეჯების დაფინანსება ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის და ⁠ინსტიტუციური განვითარებისთვის საჭირო რესურსების უზრუნველყოფა.


შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მათთვის აქტუალურ თემებზე მინისტრისგან მიეღოთ ამომწურავი ინფორმაცია.


საბჭოს სხდომას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანი, სამინისტროს წარმომადგენლები და კოლეჯების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.


მინისტრის გადაწყვეტილებით, საბჭოს სხდომა რეგულარულად იმართება და თითოეულ შეხვედრაზე წევრები ეტაპობრივად განიხილავენ ყველა იმ ინიციატივას, რომელიც პროფესიული განათლების სისტემის გაძლიერებას, სტუდენტების შესაძლებლობების გაფართოებას და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას ემსახურება.


ინფორმაციას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031