გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებებში განსაკუთრებული სისასტიკით, უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა

21-11-2025

საქართველოს პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებებში განსაკუთრებული სისასტიკით, უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა.


საქმე ეხება 2019 წლის 23 ივნის 86 წლის ხანდაზმულის განზრახ მკვლელობის ფაქტს. გამოკვეთილი ახალი გარემოებების საფუძველზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული შვილის თანდასწრებით, ბლაგვი საგნის გამოყენებით, განსაკუთრებული სისასტიკით გაუსწორდა დაზარალებულს, რომელიც მიყენებული სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა.


დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ" და მესამე ნაწილის „ბ" ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა ჩადენილი წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის მიმართ, განსაკუთრებული სისასტიკით, დამამძიმებელ გარემოებებში (2019 წლის 23 ივნისს მოქმედი რედაქცია) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031