21-11-2025
BBC-მ გასულ წელს 1 მილიარდ ფუნტზე მეტი დაკარგა, რადგან რეკორდულმა მაჩვენებელმა - რვა ოჯახიდან ერთმა, უარი თქვა ლიცენზიის საფასურის გადახდაზე. Daily Mail-ის ინფორმაციით, დაახლოებით 3.6 მილიონმა ოჯახმა განაცხადა, რომ მათ არ აქვთ ლიცენზია, რადგან არ სურთ BBC-ის სერვისებით სარგებლობა.
თემთა პალატის საჯარო ანგარიშების კომიტეტის (PAC) თანახმად, ეს მაჩვენებელი 300 000-ით მეტია წინა წელზე, რამაც 617 მილიონი ფუნტის ზარალი გამოიწვია. ბოლო თვეებში BBC სკანდალების სერიაში გაეხვია, რის კულმინაციასაც ხელმძღვანელის სერ ტიმ დეივის გადადგომა წარმოადგენდა.
ამ თვის დასაწყისში გაირკვა, რომ Panorama-მ დონალდ ტრამპის გამოსვლის კადრები დაამონტაჟა, რათა ეჩვენებინა, თითქოს მან მხარდამჭერებს კაპიტოლიუმის არეულობებში „ბრძოლისკენ“ მოუწოდა. PAC-ის ახალმა ანგარიშმა, ასევე, გამოავლინა, რომ BBC-ის 2.9 მილიონმა მაყურებელმა თავი აარიდა 174.50 ფუნტის ოდენობის წლიური გადასახადის გადახდას, რამაც მაუწყებელს 550 მილიონი ფუნტის შემოსავალი დააკარგვინა.
13-05-2026
24-10-2026
25-10-2026
| « ნოემბერი 2026 » | ||||||
|---|---|---|---|---|---|---|
| ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
| 1 | ||||||
| 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
| 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
| 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
| 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
| 30 | ||||||