გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თენგიზ შარმანაშვილი რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ რადიკალური ოპოზიციის გზავნილებზე: უკრაინის მდგომარეობა დღეს ნორმალურ ადამიანს ვერ გაახარებს, ახლა გაიაზრეთ, რა დაემართებოდა საქართველოს ეს პირები რომ ყოფილიყვნენ გადაწყვეტილებების მიმღებები

22-11-2025

პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ რადიკალური ოპოზიციის გზავნილების და ვოლოდიმირ ზელენსკის ბოლო განცხადების ვიდეოს სოციალურ ქსელში აქვეყნებს და წერს, რომ უკრაინის არსებული მდგომარეობა ნორმალურ ადამიანს ვერ გაახარებს.


მისივე თქმით, საზოგადოებამ უნდა გაიაზროს, თუ რა მოხდებოდა, საქართველოში გადაწყვეტილების მიმღებები რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები რომ ყოფილიყვნენ.


„უკრაინის ეს მდგომარეობა დღეს ნორმალურ ადამიანს ვერ გაახარებს. ახლა გაიაზრეთ, რა დაემართებოდა საქართველოს, ამ კლიპის მარცხენა ფანჯარაში ნაჩვენები პირები რომ ყოფილიყვნენ გადაწყვეტილებების მიმღებები. ეს პროპაგანდა არ არის, ეს რეალობაა“, - წერს თენგიზ შარმანაშვილი.


ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31