გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ვახტანგ ცინცაძე: Fitch - ის მიერ რეიტინგის პერსპექტივის გაუმჯობესება ხაზს უსვამს საქართველოს ეკონომიკის მდგრადობას საგარეო შოკების მიმართ

22-11-2025

„დიახ, უკრაინა ომშია და რუსეთი სტრატეგიულად დამარცხებულია, თქვენ რა გახარებთ“, - წერს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი თეონა აქუბარდია „იმედის“ „ფეისბუქ“ გვერდზე უმრავლესობის წევრის თენგიზ შარმანაშვილის გამოქვეყნებულ ვიდეოზე, სადაც რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ ოპოზიციის წარმომადგენლების შეფასებები და ვოლოდიმირ ზელენსკის ბოლო განცხადებაა მოყვანილი, რომელიც „სამშვიდობო გეგმას“ ეხება.


აქუბარდიას თქმით, მეოთხე წელია, რუსეთმა კიევი ვერ აიღო და ფინეთი და შვედეთი ნატოში წევრი გახდა.


„მეოთხე წელია, ამ თქვენმა სანაქებო რუსეთმა კიევი ვერ აიღო და ფინეთი და შვედეთი ორი ნეიტრალური ქვეყანა ნატოში წევრი გახდა. დიახ, უკრაინა ომშია და რუსეთი სტრატეგიულად დამარცხებულია, თქვენ რა გახარებთ, როცა რუსეთის მიერ ქვეყნის 20% ოკუპირებულია, მაგას თუ ახსნით, თორემ ამ ომში აგრესორი რუსეთი რომაა, ეს ყველამ იცის“, - წერს აქუბარდია.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031