გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თენგიზ შარმანაშვილი სანდრო ბარამიძის განცხადებაზე: ურცხვი ტყუილი! არალეგალები საკონსულო აღრიცხვაზე არ დგებიან და შესაბამისად, იქაურ საარჩევნო სიაში ვერ მოხვდებიან, ეს თუ არ იცის იუსტიციის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, ერთი უბედურებაა, თუ იცის და მაინც

22-11-2025

პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი სოციალურ ქსელში ეხმიანება „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ადამიანის უფლებათა და მართლმსაჯულების პროგრამის მენეჯერის, სანდრო ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომლის თქმითაც, თითქოს, „ქართულმა ოცნებამ“ უცხოეთში არალეგალურად მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მოუსპო ხმის მიცემის უფლება, რამდენადაც საზღვარგარეთ უკანონოდ მყოფები საქართველოში ვერ ჩამოვლენ.


შარმანაშვილი ბარამიძის განცხადებას აფასებს, როგორც „ურცხვ ტყუილს“ და ამბობს, რომ არალეგალები საკონსულო აღრიცხვაზე ისედაც არ დგებიან და შესაბამისად, სხვა ქვეყანაში არსებულ საარჩევნო სიაში ვერ მოხვდებიან.


„ურცხვი ტყუილი ! არალეგალები საკონსულო აღრიცხვაზე არ დგებიან და შესაბამისად, იქაურ საარჩევნო სიაში ვერ მოხვდებიან. ეს თუ არ იცის იუსტიციის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, ერთი უბედურებაა, თუ იცის და მაინც იტყუება, უარესი უბედურება!“, - წერს თენგიზ შარმანაშვილი Facebook-ზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031