გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კირცხალია: ომის დაწყების შემდეგ რა პროვოკაცია არ მოგვიწყვეს, რა არ გვაკადრეს, როგორ არ გვაშანტაჟეს, რა არ დაგვაბრალეს და ეს ყველაფერი მხოლოდ იმიტომ, რომ საკუთარი ქვეყანა და ხალხი არ გავწირეთ!

23-11-2025

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია უკრაინის გარშემო ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმიანება და წერს, რომ ოპონენტები არც იმჩნევენ ამ ვითარებას.


მისი განცხადებით, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ საქართველოს ხელისუფლებას არაერთი პროვოკაცია მოუწყვეს, შანტაჟისა და ბრალდებების ქვეშ ამყოფეს მხოლოდ იმიტომ, რომ ქვეყანამ შესაწირ პაიკად ყოფნაზე უარი თქვა.


„თითქოს არაფერი, არც იმჩნევენ უკრაინის გარშემო განვითარებულ მოვლენებს. არადა რამდენი რამ მოხდა ომის დაწყების შემდეგ, რა პროვოკაცია არ მოგვიწყვეს, როგორ არ გვამუნათეს, საიდან არ მოგვიარეს, რა არ გვეძახეს, რა არ გვაკადრეს, როგორ არ გვაშანტაჟეს, რა არ დაგვაბრალეს და ეს ყველაფერი მხოლოდ იმიტომ, რომ საკუთარი ქვეყანა და ხალხი არ გავწირეთ! მხოლოდ იმიტომ, რომ არავის გამოვადექით შესაწირ პაიკად! მხოლოდ იმიტომ, რომ საკუთარ სამშობლოს ვემსახურეთ და არა სხვა ქვეყნების სპეცსამსახურებს!


თუკი ვინმე კიდევ ამბობს, რომ ეს ასე არ არის, ის ან აგენტურის პროპაგანდის უპერსპექტივო მსხვერპლია, ან თავად აგენტი!“, - წერს ირაკლი კირცხალია.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031