გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სკანდინავიის ქვეყნებში საქართველოს ტურისტულ პოტენციას გაეცნენ

24-11-2025

ევროპის ქვეყნებიდან საქართველოში მაღალმხარჯველი ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია სკანდინავიის სახელმწიფოებში მარკეტინგულ კამპანიას ატარებს.


ტურიზმის ეროვნულიადმინისტრაციის ორგანიზებით, ქართული კერძო სექტორის წარმომადგენლებმაშვედეთში, დანიასა და ნორვეგიაში როუდშოუებშიმიიღეს მონაწილეობა. სტოკჰოლმში, კოპენჰაგენსა და ოსლოში საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ პრეზენტაციები გაიმართა.


B2B ფორმატის ფარგლებში, მოლაპარაკებები შედგა ქართული კერძო სექტორის წარმომადგენლებსა და ადგილობრივ ტურისტულ კომპანიებს შორის.


შეხვედრებზე სკანდინავიის ქვეყნებიდან საქართველოში ტურისტული ჯგუფების ჩამოყვანისა და ერთობლივი ტურების მოწყობის საკითხები განიხილეს.


ტურისტულ კომპანიებთან შეხვედრების პარალელურად საქართველოს ტურისტულ მიმართულებას პრეზენტაციებზე გაეცნენ სკანდინავიური მედიის წარმომადგენლები. ნორვეგიული და შვედური სამოგზაურო გამოცემები საქართველოს შესახებ სტატიებს მოამზადებენ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031