გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თენგიზ შარმანაშვილი: როდესაც ჩვენ ვსაუბრობდით ფარისევლურ ქმედებებზე, რასაც ევროკავშირის მხრიდან რუსეთთან ვაჭრობა ჰქვია, რადიკალები გაჰყვიროდნენ, რომ ეს პროპაგანდაა - ჩვენ მოგვიწოდებდნენ ეკონომიკური და სამხედრო ავანტიურისკენ და თავად ასე იქცეოდნენ

24-11-2025

პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თენგიზ შარმანაშვილი, შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მარია სტენერგარდის განცხადებას ეხმიანება, რომლის თანახმად, ევროკავშირმა რუსეთს ენერგიისა და ნავთობის იმპორტისთვის 142 მილიარდი დოლარით მეტი გადაუხადა, ვიდრე უკრაინას გამოუყო რუსეთის შეჭრის დაწყებიდან დღემდე. შარმანაშვილის შეფასებით, როდესაც მმართველი გუნდი საუბრობდა ამგვარ ფარისევლურ ქმედებებზე ევროკავშირის მხრიდან, რადიკალები ამას პროპაგანდას უწოდებდნენ.


„როდესაც ჩვენ ვსაუბრობდით ამ ფარისევლურ ქმედებებზე, რასაც ევროკავშირის მხრიდან რუსეთთან ვაჭრობა ჰქვია, რადიკალები გაჰყვიროდნენ, რომ ეს პროპაგანდაა. ჩვენ მოგვიწოდებდნენ ეკონომიკური და სამხედრო ავანტიურისკენ და თავად ასე იქცეოდნენ. ახლა იძულებულები არიან,თვითონ ისაუბრონ ამ რიცხვებზე“, - წერს თენგიზ შარმანაშვილი სოციალურ ქსელში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031