გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნინო ფოჩხუა ლონდონის უზენაეს სასამართლოში ბიძინა ივანიშვილის გამარჯვებაზე: მოვა დრო და ისტორია დაწერს უპრეცედენტო, ავაზაკური რეკეტის შესახებ, სადაც ბიძინა ივანიშვილი იმდენად მართალია, რომ „დიფ სთეითსაც“ გაუჭირდა ამ ქეისის გაყალბება

24-11-2025

„დღეს ლონდონის უზენაესმა სასამართლომ საბოლოოდ დაადასტურა ბიძინა ივანიშვილის გამარჯვება შვეიცარიული ბანკის „Credit Suisse“-ის წინააღმდეგ“, - წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში.


მისი განცხადებით, ისტორია დაწერს იმ უპრეცედენტო რეკეტის შესახებ, რომელშიც ბიძინა ივანიშვილი იმდენად მართალია, რომ „დიფ სთეითსაც“ გაუჭირდა მისი საქმის გაყალბება. ფოჩხუა აცხადებს იმასაც, რომ ბიძინა ივანიშვილი დღემდე წაგებულ თამაშში არ შესულა ვინაიდან, ის ყოველთვის მართალია, სიმართლეს კი წინ ვერაფერი აღუდგება.


„დღეს ლონდონის უზენაესმა სასამართლომ საბოლოოდ დაადასტურა ბიძინა ივანიშვილის გამარჯვება შვეიცარიული ბანკის „Credit Suisse“-ის წინააღმდეგ. მოვა დრო და ისტორია დაწერს ამ უპრეცედენტო, ავაზაკური რეკეტის შესახებ, სადაც ბიძინა ივანიშვილი იმდენად მართალია, რომ „დიფ სთეითსაც“ გაუჭირდა ამ ქეისის გაყალბება. მართალია, მიუხედავად გამარჯვებისა, ბიძინა ივანიშვილს ნაკლებად სჯერა ფულის დაბრუნების, მე კი დარწმუნებული ვარ, რომ სულ მალე აღსრულდება სასამართლო გადაწყვეტილება. ტყუილად ხარობს ჩვენი ოპოზიცია, მათ ეტყობა არ იციან, რომ განვლილ ცხოვრებაში და დღემდე, ბიძინა ივანიშვილი წაგებულ თამაშში არ შესულა. ასე იქნება ბოლომდე, რადგან ის ყოველთვის მართალია, სიმართლე კი ისეთი რამ არის, რომ წინ ვერავინ და ვერაფერი აღუდგება“, - წერს ნინო ფოჩხუა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031