გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: კონკრეტულმა ძალებმა საზარბაზნე ხორცად გამოიყენეს უკრაინა, საქართველოს მიმართაც იყო ასეთი მცდელობა

24-11-2025

კონკრეტულმა ძალებმა საზარბაზნე ხორცად გამოიყენეს უკრაინა, საქართველოს მიმართაც იყო ასეთი მცდელობა, თუმცა სწორედ ჩვენი უკომპრომისო დამოკიდებულების და ბრძოლის შედეგად მოვახერხეთ ჩვენი ქვეყნისთვის ამ უარყოფითი სცენარის თავიდან აცილება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ვატიკანში განუცხადა.


პრემიერის თქმით, უნდა გაგრძელდეს ბრძოლა იმისათვის, რომ საქართველოს შეუნარჩუნდეს მშვიდობა და გაგრძელდეს ქვეყნის განვითარება.


„აბსოლუტურად შემაშფოთებელია ის დამოკიდებულება, რასაც ვხედავთ უკრაინის და უკრაინელი ხალხის მიმართ. ვხედავდით, რომ კონკრეტულმა ძალებმა საზარბაზნე ხორცად გამოიყენეს უკრაინა. რაც შეეხება საქართველოს, საქართველოს მიმართაც იყო ასეთი მცდელობა, თუმცა სწორედ ჩვენი უკომპრომისო დამოკიდებულების და ბრძოლის შედეგად მოვახერხეთ ჩვენი ქვეყნისთვის ამ უარყოფითი სცენარის თავიდან აცილება, რაც ძალიან რთული იყო. ამას დასჭირდა ძალიან დიდი ძალისხმევა, ხედავდით, რამხელა წნეხი იყო ჩვენს ქვეყანაზე და რამხელა უსამართლობა იყო ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ სწორედ ამის გამო, რომ ჩვენ ვიბრძოდით ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებისთვის. რაც შევძელით ჩვენ, სამწუხაროდ, ვერ შეძლო ჩვენმა მეგობარმა ქვეყანამ, უკრაინამ. რაც არის ტრაგიკული მოვლენა. ხედავთ როგორია ამ ომის ჰუმანიტარული შედეგები. როგორია ადამიანური მსხვერპლი, როგორია ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული ზიანი. ქვეყანა მიიყვანეს განადგურებამდე, მოაწყეს რევოლუცია და აღარავინ აიღო პასუხისმგებლობა იმ მოვლენებზე, რომელიც ამის შემდეგ განვითარდა. ეს არის ტრაგიკული მოვლენა და ჩვენ შევძელით ამ სცენარის თავიდან აცილება ჩვენს ქვეყანაში, რასაც დასჭირდა ძალიან დიდი ძალისხმევა, თუმცა მოდუნება დღესაც არ შეიძლება. უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა იმისათვის, რომ ქვეყანას შევუნარჩუნოთ მშვიდობა და გაგრძელდეს ჩვენი ქვეყნის განვითარება", - განაცხადა პრემიერმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031